ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა

2025 წლის თებერვალში ყველაზე მეტად კომბოსტო მწვანილი და კივი გაძვირდა.  საქსტატის სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების მიხედვით ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების და მომსახურებების ათეული ასეთია:

კომბოსტო 73%

მწვანილი 46%

კივი 45%

ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 33%

მანდარინი 25%

ნიორი 23%

საავადმყოფოს მომსახურება 22%

ბადრიჯანი 21%

ფორთოხალი 20%

ბრინჯი 11%

რაც შეეხება სხვა პოპულარულ პროდუქტებს:

ხინკალი რესტორანში გაძვირდა 13%-ით, ლუდი და ასევე ლუდი ბარში 12-9%-ით. ჩამოსასხმელი ღვინო 7%-ით.

საბავშვო ბაღის გადასახდელი 10%-ით, ძიძის მომსახურება კი 3%-ით გაიზარდა. ქალის თმის დავარცხნა გაძვირდა 7%-ით, სასტუმროს მომსახურებაც 7%-ით. კინოსეანზე დასწრების ღირებულებამ 13%-ით მოიმატა, სპექტაკლზე დასწრებისა კი 7%-ით.

3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება.