ფეისბუქ-მომხმარებელი ნონა შარაბიძე სოციალურ ქსელში გზავნილს და ეკრანის ასლს ავრცელებს:
ეს განცხადება ლავროვმა ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილში გააკეთა, თუმცა ესეც დააიგნორეს!..
აქამდე კითხულობდნენ, ვინ უნდა წავიდეს მოსკოვში, ვის შეუძლია რუსებთან დალაპარაკებაო?!
კობახიძე-თალაკვაძე….
მდინარაძე-ჩუგოშვილი….
ვოლსკი თუ ბესელია?!
იქნებ გუგული, ან ენძელა?!
არადა, რუსეთთან შერიგება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია!..
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა რუსეთიდან გვთავაზობენ ურთიერთობის ნორმალიზებას, მაგრამ ჩვენი ამერიკელი „#მეგობრები“ ხომ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას არ გვაძლევენ და ველოდებით დასავლეთიდან მორიგი ინსტრუქციების მიღებას!..
მოტყუებული საქართველოს გარდა ყველას კარგი დამოკიდებულება აქვს რუსეთთან!..
ბიძინა ივანიშვილი იქნება, გახარია, ღარიბაშვილი, ოჩოპინტრე, თუ ვინც იქნება, კეთილი ინებონ და გაითვალისწინონ ქართველი ხალხის ნება!..
რომელიმე მათგანი უნდა მიბრძანდეს რუსეთში და დაიწყოს მოლაპარაკება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით, რაც საფუძველს ჩაუყრის შეწყვეტილი კეთილმეზობლური ურთიერთობების კვლავ განახლებას!..