ტრამპისთვის ძლიერი შხამის გამგზავნი დაკავებულია

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ტრამპის სახელზე გაგზავნილ ამანათში ძლიერმოქმედი შხამი რიცინი აღმოაჩინეს.

თეთრ სახლში მომწამლავი ნივთიერება რიცინის გაგზავნაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, იუწყება ტელეარხი NBC აშშ-ის ფედერალურ სამართალდამცვრლ ორგანოებშ არსებულ წყაროზე დაყრდნობით.

მათი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, რომლის შესახებაც ჯერჯერობით არანაირი ცნობა არ ვრცელდება, კანადიდან აშშ-ში შესვლის მცდელობისას დააკავეს.

მანამდე ტელეარხმა CNN-მა, გამოძიების ფედერალური ბიუროს ვაშინგტონის ქვედანაყოფზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძლიერმოქმედი შხამი რიცინი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის განკუთვნილ ამანათში აღმოაჩინეს.

“სპუტნიკი”