ქუთაისში სპეცოპერაციის შედეგად 7 ადამიანი დააკავეს. მათ შორისაა “ტაბახმელა 2023”-ის დირექტორი.
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებიდან ერთს “ქურდული სამყაროს” წევრობას ედავებიან, დანარჩენების დაკავების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
“ინფო იმერეთის” ცნობით, აღნიშნულ პირებს ქუთაისთან ახლოს, ბაზართან შპს “ტაბახმელა 2023”-სთან ჰქონდათ კავშირი.
ქუთაისში და მის მიმდებარედ ორი დიდი სასაწყობე აგრარული ბაზარია, დასაქმებულებთან დაკავშირებით კი ადმინისტრაციას შიდა კონკურენცია ჰქონდა და იქ მყოფი ადამიანების გადმობირება სურდათ. არსებული ინფორმაციით, ბოლო თვენახევრის განმავლობაში ე.წ. ნიკეას ბაზრიდან დასაქმებულებს ტაბახმელას ბაზარში გადასვლას აიძულებდნენ.
ინფო იმერეთი