ბელარუსში ლუკაშენკოს ინაუგურაცია ჩატარდა

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია შედგა. ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.

ბელარუსში ლუკაშენკოს ინაუგურაცია ჩატარდა

ლუკაშენკომ პრეზიდენტის რანგში ახალი ფიცი დადო. ინაუგურაციის ცერემონია მინსკის დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა. ღონისძიებას ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

ცნობისთვის, ბელარუსში 26 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის ცესკოს თანახმად, არჩევნებში ლუკაშენკომ ხმათა 86,82% გაიმარჯვა. ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.