უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის მოსკოვში გაემგზავრა.
მისი თქმით, მოსკოვში მოლაპარაკებების მთავარი თემები ენერგეტიკული უსაფრთხოება და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება იქნება.
სიიარტო მოსკოვში შეხვდება რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს და აგრეთვე განიხილავს უკრაინის საკითხზე ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებების მიმდინარეობას.