აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკული მხარე განიხილავს რუსეთის მოთხოვნებს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე მედიასთან განაცხადა.
ტრამპს ჰკითხეს დათანხმდება თუ არა შეერთებული შტატები კრემლის მოთხოვნებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას ეხება.
„5 თუ 6 პუნქტია. ჩვენ მათ ყველას გადავხედავთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, კრემლი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტამდე სანქციების ნაწილის მოხსნას მოითხოვს და აცხადებს, რომ „შავი ზღვის ინიციატივის“ აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც დასავლეთი რუსული ბანკების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მოხსნის.