გაგაუზიის ავტონომიის ხელმძღვანელი ევგენია გუცული კიშინიოვის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ მოლდოვის კორუფციასთან ბრძოლის ცენტრი იუწყება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, გუცულის დაკავება გამოძიების ფარგლებში მოხდა. ის 72 საათით დააკავეს.
მოლდოვის კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის ცნობით, გუცულის წინააღმდეგ არსებობს მტკიცებულებები მოლდოვაში არსებული პრორუსული პარტიის, „შორის“ დაფინანსებასთან დაკავშირებით. გამოძიების ინფორმაციით, პარტიაში 2019-2022 წლებში მდივნად მუშაობის დროს ევგენია გუცულს მოლდოვაში რეგულარულად ფული შეჰქონდა, რომელიც რუსეთის ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას ეკუთვნოდა.
თავად გუცულს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ფაბრიკაციაა და პოლიტიკური დევნა მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს დავალებით ხორციელდება.