იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ქეთევან ცინცაძეს მოუსმენენ.
2009-2011 წლებში ქეთევან ცინცაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის რეფერენტად მუშაობდა. 2011-2017 წლებში იგი იყო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე. 2017 წლის 21 ნოემბრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ქეთევან ცინცაძე არჩეულ იქნა დამოუკიდებელ ინსპექტორად ხუთი წლის ვადით.
შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო. კომიტეტზე უკვე მოუსმინეს 17 კანდიდატს. მიმდინარე კვირაში კანდიდატთა მოსმენები დასრულდება.