ოქტომბრისთვის დაგეგმილი რუსეთისა და ბელორუსიის ჯარების ერთობლივი წვრთნები სახელწოდებით “სლავური ძმობა” დაჩქარდა და 14 სექტემბერს დაიწყო. ახლა სწავლებების მეორე ეტაპი იწყება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტულის საჰაერო-სადესანტო ჯარების საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი გადაისროლა ბელარუსიაში, სადაც ეს წვრთნები მიმდინარეობს.
წვრთნებში რუსეთის მხრიდან 900 ადამიანზე მეტი და დაახლოებით 100 ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა იქნება ჩართული. ბელორუსი და რუსი ჯარისკაცები ვარჯიშობენ ვერტმფერნებიდან მოწინავე რაზმების გადმოსხმაზე, დესანტირების რაიონის დაკავებაზე, ძირითადი ძალების მიერ Ил-76МД-ით განსახორციელებელ საპარაშუტე დესანტირებაზე, დასახლებული პუნქტის ბლოკირებასა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების განადგურებაზე.
იხილეთ ვიდეო, რომელიც ბელარუსიის სამხედრო ტელეარხმა გაავრცელა და მასზე ასახულია რუსულ-ბელარუსული დაჯგუფების საზეიმო დათვალიერება: