რუსეთი მიესალმება აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დაგეგმილ მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რომ ომანში იგეგმება გარკვეული კონტაქტები, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მისასალმებელია, რადგან ამან შესაძლოა ირანის გარშემო დაძაბულობის დეესკალაცია გამოიწვიოს“, – თქვა დიმიტრი პესკოვმა შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა მოსკოვი მხარს ირანსა და აშშ-ს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს.
მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აწარმოებს პირდაპირ მოლაპარაკებებს ირანთან.
მისი თქმით, მოლაპარაკებები დაწყებულია და 12 აპრილს გაგრძელდება.