“ესენი არიან უღმერთოები, სანთლის დანთების უფლებას არ მაძლევენ” – ხმაური პარლამენტთან: რა ხდებოდა ადგილზე კოტე ზარნაძისა და დავით ფაცაციას მისვლისას (ფოტოები)

9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ალ­თან სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის გა­მო­ჩე­ნას ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა – დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეს კონ­სტან­ტი­ნე ზარ­ნა­ძეს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა 9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ალ­თან მის­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მის­ცეს.

ად­გილ­ზე მის­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა ასე­ვე არ მის­ცეს აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა მი­ნის­ტრ და­ვით ფა­ცა­ცი­ას.

  • ხმა­უ­რი და და­პი­რის­პი­რე­ბა ზარ­ნა­ძე­სა და მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ის 9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ალ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა­სა და მე­მო­რი­ა­ლის ყვა­ვი­ლე­ბით შემ­კო­ბას გეგ­მავ­და.

“მარ­ტო ვარ ამ­დენ ადა­მი­ან­თან, ერთი წა­მით არ მე­ში­ნია. ესე­ნი არი­ან უღ­მერ­თო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც არ მომ­ცეს უფ­ლე­ბა, რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვი მე­მო­რი­ალ­თან.

9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ა­ლი არ ეკუთ­ვნის არ­ცერთ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას. ის ეკუთ­ვნის ამ ქვეყ­ნის ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც ვა­ფა­სებთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სუ­ლებს, რომ­ლებ­მაც აქ სა­კუ­თა­რი თავი გა­და­დეს. როცა მო­ქა­ლა­ქე მოვ­დი­ვარ და მინ­და ეს მე­მო­რი­ა­ლი შე­ვამ­კო ყვა­ვი­ლე­ბით, სან­თე­ლი და­ვან­თო, ამის უფ­ლე­ბას არ მაძ­ლე­ვენ, იფურ­თხე­ბი­ან, იგი­ნე­ბი­ან უზ­რდე­ლო­ბენ, ათას სი­ბინ­ძუ­რეს კად­რუ­ლო­ბენ, ამა­ზე დიდი სირ­ცხვი­ლი არა­ფე­რია. ისი­ნი, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავს აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას“,- გა­ნა­ცხა­და კონ­სტან­ტი­ნე ზარ­ნა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წინ, 9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ალ­თან მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ღამე გა­ა­თე­ნეს. მათ ამ დრომ­დე გა­და­კე­ტი­ლი აქვთ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი და 9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ა­ლი ჯაჭ­ვით აქვს შე­მო­სა­ზღვრუ­ლი.