დომინიკანას რესპუბლიკის სანტო-დომინგოში საკონცერტო დარბაზის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 98 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ამ ეტაპზე 400-ზე მეტი მაშველი ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოყვანას ცდილობს. საკონცერტო დარბაზის სახურავი მოულოდნელად ჩამოინგრა პოპულარული შემსრულებლის რუბი პერესის კონცერტის დროს. 69 წლის მომღერალი ადგილზე გარდაიცვალა. მისი ცხედარი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ თავიდან ეგონათ, რომ ეს მიწისძვრა იყო და ხალხი იატაკზე დაწვა. გავრცელებული ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზში ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.
ტრაგედიის ადგილზე იმყოფება დომინიკანას რესპუბლიკის პრეზიდენტი ლუის აბინადერი. მისი თქმით, დაღუპულთა შორის არის პროვინციის გუბერნატორი მონტე-კრისტი ნელსი კრუზი.