ჩინეთმა 84%-მდე გაზარდა საბაჟო გადასახადი აშშ-ის საიმპორტო საქონელზე. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
სააგენტოს ცნობით, ჩინეთის კონტრზომები 10 აპრილს შევა ძალაში. პეკინმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ძალაში შევიდა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საბაჟო გადასახადები, რომელიც 104%-ს აღწევს.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკული საფონდო ინდექსები 1,7%-ით დაიკლო. ევროპაში კომპანიების აქციები 4%-ით გაუფასურდა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ყველა ქვეყნის იმპორტზე 10%-იანი საბაზისო გადასახადი დააწესა. ასევე ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის ჩინეთს, დამატებითი გადასახადი დაუწესდა. ჩინეთისთვის დამატებითმა გადასახადმა 34% შეადგინა, ხოლო წინა გადასახადებთან ერთად 54%-მდე გაიზარდა. ამის შემდეგ პეკინმა აშშ-ს 34%-იანი საპასუხო გადასახადი დაუწესა.
8 აპრილს კი შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ჩინეთის იმპორტზე გადასახადი 104% ხდება, ეს გახდა მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის სავაჭრო ომის ესკალაციის გაგრძელება.