The New York Times: ჩინეთმა ფართო სპექტრის კრიტიკული მინერალებისა და მაგნიტების ექსპორტი შეაჩერა

ჩინეთმა ფართო სპექტრის კრიტიკული მინერალებისა და მაგნიტების ექსპორტი შეაჩერა, რომლებიც აუცილებელია ავტომწარმოებლების, საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის, ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიებისა და სამხედრო კონტრაქტორებისთვის მთელ მსოფლიოში. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პეკინი ახალ საექსპორტო რეგულაციაზე მუშაობს, რომლის მიღების შემთხვევაშიც, შესაძლოა გარკვეული კომპანიებისთვის, მათ შორის, ამერიკელი სამხედრო კონტრაქტორებისთვის, კრიტიკული მინერალებისა და მაგნიტების მიწოდება მუდმივად შეჩერდეს.

როგორც The New York Times-ი წერს, ზომები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 2 აპრილს დაწესებულ ტარიფებს უკავშირდება.