„მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი „ვი­ვა­მედ­ში“ მუ­შა­ობს მუ­მი­ად“ – თეა წულუკიანი

დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე, კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.

„მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი „ვი­ვა­მედ­ში“ მუ­შა­ობს მუ­მი­ად“ – თეა წულუკიანი

„ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი „ვი­ვა­მედ­ში“ მუ­შა­ობს მუ­მი­ად. ეს დას­კვნა, რო­მე­ლიც და­ი­დე­ბა, მის­თვის იქ­ნე­ბა მო­რი­გი გა­ნა­ჩე­ნი, იმი­ტომ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვერ შევა ის­ტო­რი­ა­ში, რო­გორც აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი; ის ვერ შევა ის­ტო­რი­ა­ში, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. ერთ დო­კუ­მენ­ტში იქ­ნე­ბა თავ­მოყ­რი­ლი თით­ქმის ყვე­ლა ის უბე­დუ­რე­ბა, რო­მე­ლიც მისი და­ვა­ლე­ბით, მისი შე­მოქ­მე­დე­ბით თავს და­ა­ტყდა ჩვენს ქვე­ყა­ნას და არა­ერთ ოჯახს, ეს ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა ამ დას­კვნა­ში აღ­წე­რი­ლი.

ის ის­ტო­რი­ა­ში შევა, რო­გორც ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დამ­კარ­გა­ვი, რო­გორც აგ­ვის­ტოს ომის დროს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ო­მარ არე­ალ­ში გან­ზრახ ჩამ­ტო­ვე­ბე­ლი და გამ­წი­რა­ვი; რო­გორც უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ჯა­რის­კა­ცი და ჯარი გა­წი­რა, გვერ­დით გა­წია და თვი­თონ აწარ­მო­ვა, მე­რა­ბიშ­ვილ­თან, შალ­ვა ჯა­ნაშ­ვილ­თან, პო­ლი­ტი­კო­სებ­თან, გიგი უგუ­ლა­ვას­თან, ლო­მა­ი­ას­თან და სხვებ­თან ერ­თად ომი, რო­მელ­საც შე­ე­წი­რა არა­ერ­თი ჯა­რის­კა­ცი. და­ი­კარ­გა 111-ით მეტი სო­ფე­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში. კი­დევ უფრო გამ­ყარ­და ოკუ­პა­ცი­ის ვი­თა­რე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და რუ­სეთ­მა, რო­გორც ოკუ­პან­ტმა სა­ხელ­მწი­ფომ, სა­ა­კაშ­ვი­ლის შემ­წე­ო­ბით კი­დევ მე­ტად გა­იმ­ყა­რა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პო­ზი­ცი­ე­ბი.

სა­ა­კაშ­ვილ­მა და­კარ­გა და­ლის ხე­ო­ბა. სა­ა­კაშ­ვი­ლი შევა ის­ტო­რი­ა­ში რო­გორც მწა­მე­ბე­ლი, მკვლე­ლი და ქო­ნე­ბე­ბის რე­კე­ტი­ო­რი, ბიზ­ნე­სის მჩაგ­ვრე­ლი, რო­მელ­მაც არამ­ცთუ აა­შე­ნა სა­ხელ­მწი­ფო, ისიც კი და­ან­გრია, რაც დახ­ვდა. მან აა­შე­ნა სა­კუ­თარ თავ­სა და ოჯახ­ზე, თა­ვის ბან­და­ზე მორ­გე­ბუ­ლი მა­ფი­ო­ზუ­რი სა­ხელ­მწი­ფო და და­ამ­ყა­რა სა­ხელ­მწი­ფო ტე­რო­რი. ამი­ტომ მისი ად­გი­ლი იქაც კი არაა სა­დაც ის არის, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მისი ად­გი­ლი არის სა­კან­ში!“ – გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.