შსს: პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციის მონაწილეებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა

პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციის მონაწილეებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა. ინფორმაცია ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

შსს

როგორც ირკვევა, პოლიციელს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა საქართველოსა და თურქეთში, თუმცა დაზიანების სიმძიმის გათვალისწინებით, მხედველობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.