ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის მიერ ციფრებით მანიპულირება

სააკაშვილის ახალი ვიდეო მიმართვიდან ელვისებურად, თითქოს დაწერილი სცენარიაო, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, იგივე სტილში და ციფრების მანიპულაციაზე დაფუძნებული პოსტი დადო თავის კედელზე – ამის შესახებ ექსპერტი საბანკო – საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მთლიანი შიდა პროდუქტის აშშ დოლარში გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცავს მთელ რიგ უზუსტობებს და ციფრების მანიპულაციაზე აგებული პოსტის მთელი დედააზრი ის არის, რომ კეთილდღეობის გაზომვა მიმდინარე ფასებში აშშ დოლარში მთლიანი შიდა პროდუქტის დემონსტრირებით განიზრახა(GDP, Current $), რაც დიდწილად კონკრეტულ პერიოდში ადგილობრივი ვალუტის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის მაჩვენებლით გამოითვლება.

გიორგი ცუცქირიძე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს პუნქტობრივად პასუხობს.

,,თუ მაინდამაინც მიმდინარე ფასებში გვსურს კეთილდღეობის გაზომვა, მაშინ უნდა დავაკვირდეთ მის დინამიკას მიმდინარე საერთაშორისო დოლარის ფასებში(Current International $) ან ერთ სულ მოსახლეზე მთლიან შიდა პროდუქტს მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით( Current International $, PPP), რადგან უფრო სასარგებლოა, როდესაც ერთმანეთთან შედარებულია ცხოვრების დონის განსხვავებები. ეს ორივე მაჩვენებელი კი ბოლო 7 წლის მანძილზე 2012-2019 წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

გიორგი ქადაგიძე – მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ ნომინალში) 1995 წელს იყო 2,7 მილიარდი დოლარი, ხოლო 2003 წელს – 5 მილიარდი. სამთავრობო ვალმა 2003 წელს, შეადგინა მშპ-ს 40%;

სიმართლე – მშპ მილიარდი საერთაშორისო დოლარიდან 1997 წელს 11.17 მილიარი აშშ დოლარიდან, 2003 წელს 16,431 მილიარდ საერთაშორისო აშშ დოლარამდე გაიზრდა ანუ 5, 32 მილიარდი დოლარით, ანუ 1,47 ჯერ და არა 1.85 ჯერ; სამთავრობო ვალმა 2003 წელს, შეადგინა მშპ-ს 58 %;
(წყარო, მსოფლიო ბანკი);

გიორგი ქადაგიძე – 2012 წელს ნაციონალური მოძრაობა ტოვებს 16,5 მილიარდიან ეკონომიკას და სამთავრობო ვალს 30% ოდენობით.

სიმართლე – 2012 წელს ნაციონალური მოძრაობა ტოვებს 36,6 მილიარდ საერთაშორისო დოლარიან ეკონომიკას და სამთავრობო ვალს 31 %-ის ოდენობით .

გიორგი ქადაგიძე – ქართული ოცნება 2020 წელს დაასრულებს ისევ 16,5 მილიარდიანი ეკონომიკით და 50%-იანი სამთავრობო ვალით. მოქალაქეთა კავშირი (1995-2003) ეკონომიკა გაზარდა 2ჯერ, ნაციონალური მოძრაობა (2003-2012) ეკონომიკა გაზარდა 3 ჯერ, ვალი შემცირდა 10%-ით. ქართული ოცნება (2012-2020) ეკონომიკა არ გაზრდილა, სამთავრობო ვალი გაიზარდა 20%-ით.

სიმართლე – ქართული ოცნება 2020 წელს დაასრულებს არა 16.5 მილარდი აშშ დოლარით, არამედ 58.1 მილარდი საერთაშორისო დოლარით. მოქალაქეთა კავშირის დროს ეკონომიკა გაიზარდა 1.47 ჯერ, ნაციონალური მოძრაობის დროს(2003-2012) ეკონომიკა რეალურად გაიზარდა 2 ჯერ და არა 3 ჯერ; ქართული ოცნება (2012-2020) ეკონომიკა საერთაშორისო დოლარებში გაიზარდა 36,6 მილიარდიდან 58,1 მილიარდ საერთაშორისო დოლარამდე, ანუ 21,7 მილიარდით, 1.6 ჯერ. ხოლო თანხობრივად ოცნების 7-წლიანი პერიოდი უფრო პროდუქტიული აღმოჩნდა, ვიდრე ნაციონალების მართველობის პერიოდი.

რაც შეეხება ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტს მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით შეფასებას, ეს მაჩვენებელიც ბოლო 7 წლის განმავლობაში 2012-2019 წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სავალუტო ფონდის შეფასებით, 2019 წლისათვის ეკონომიკა მიმდინარე ფასებში ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2012 წელთან შედარებით თითქმის ერთ-ნახევარჯერ იზრდება (48.8%-ზე მეტით). ფონდის შეფასებით 2019 წელს ეს მაჩვენებელი 12 200 დოლარს გადააჭარბებს, მაშინ როცა 2012 წელს 8200 დოლარის მიდამოში იყო! მსოფლიო ბანკის ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით კი 2012 წელს თუ 9,82 ათასი იყო, 2019 წლის ბოლოს 15,6 ათასი, ანუ გაზრდილია 1.6 ჯერ!

სამთავრობო ვალის ზრდას რაც შეეხება, იგი დამოკიდებულია მის მიზნობრივ მაჩვენებლზე ანუ თუ რაში იხარჯება და თუ ის მიდის ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ახდენს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას და საერთოდ ვალის პარადიგმა არის მოძველებული, რადგან იგი როგორც წესი გრძელვადიანია, და ქვეყნის კრედიტუნარიანობაზეა დამოკიდებული. იაპონიის საგარეო ვალის სიდიდე მშპ-თან 250 % კი აღწევს.

წყარო, მსოფლიო ბანკი – პ.ს დასკვნები თავად გამოიტანეთ, შეგიძლიათ თავად დაგუგლოთ და ნახოთ” – წერს გიორგი ცუცქირიძე.

წყარო: bfm.ge