“წამლებთან დაკავშირებით არის უბრალოდ მონოპოლია და ეს არის დასაშლელი. ამას დავშლით. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. ისევე, როგორც დავბეგრავთ სათამაშო ბიზნესს, რომელიც არის 14-მილიარდიანი და კაპიკები შედის, რაღაც თეთრები ბიუჯეტში“ – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
წამლებთან დაკავშირებით არის უბრალოდ მონოპოლია და ეს არის დასაშლელი. ამას დავშლით. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. ისევე, როგორც დავბეგრავთ სათამაშო ბიზნესს, რომელიც არის 14-მილიარდიანი და კაპიკები შედის, რაღაც თეთრები ბიუჯეტში.
ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. ყველა ამის უკან, ასეთი ბიზნესების უკან დგანან ე.წ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები. იმიტომ ვერ მიდის ქვეყანა წინ, რომ პოლიტიკურ ნება არ აქვს არავის. არც უნდათ, რომ ეს შეცვალონ, იმიტომ, რომ ქვეყანა დღეს უკვე გადაქცეულია დიდი ფულის სამრეცხაო მანქანად, მარტივად, რომ ვთქვათ და არანაირი მნიშვნელოვანი შემოსავალი ამას ბიუჯეტისთვის არ აქვს.
ჩვენ ამ ბიზნესს გავათეთრებთ პირველ რიგში, დავბეგრავთ სამართლიანად და ამოღებულ ფულს დავამატებთ იმ ბიუჯეტს, რომელიც წავა განათლებაში” – თქვა მამუკა ხაზარაძემ.
წყარო: bfm.ge