კრემლის ლიდერის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, 9 მაისს გამარჯვების აღლუმზე რუსეთი 20-ზე მეტი სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურს ელოდება.
„მოხარული ვიქნებით, რომ ვიხილოთ აქ ყველა, ვინც მზად არის ჩვენთან ერთად აღნიშნოს ეს გრანდიოზული თარიღი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, მაშინ როდესაც ნაციზმი კვლავ დამკვიდრდა ევროპაში. ევროპაში ნაციზმის აღმოფხვრის ერთსულოვანი სურვილი არ ჩანს“, – აცხადებს პესკოვი.
2025 წელს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავი აღინიშნება.
ამასთან, როგორც რუსული მედია, 9 მაისს მოსკოვში ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს ელოდებიან.