ტრამპმა აშშ-ის პორტებში რუსული გემების მიღების აკრძალვა გააგრძელა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების პორტებში რუსული გემების მიღების აკრძალვა გააგრძელა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის ფედერალურმა რეესტრმა გაავრცელა. მსგავსი აკრძალვა 2022 წლის აპრილში აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დააწესა.

ტრამპის მიერ ხელმოწერილ ბრძანებულებაში წერია, რომ რუსეთის მთავრობის მოქმედება კვლავ აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.

2022 წელს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გემების მიღებაზე აკრძალვა რუსეთს საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის უპირატესობებს ჩამოართმევს, რასაც ის მანამდე უპრობლემოდ იყენებდა.