რუსეთს შეიარაღებული ძალები უკრაინის ქალაქ ოდესისა და მთლიანად ოლქი დაკავების შემთხვევაში მოლდოვას 72 საათში დაიკავებდნენ, – განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა უკრაინულ მედიასთან საუბარში.
ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავდა თუ არა მოლდოვის მთავრობა სცენარს, როცა ოდესა დაეცემოდა და რუსული ჯარი კიშინიოვს მიადგებოდა, რეჩანმა განაცხადა, რომ ასეთი ვარიანტები განიხილებოდა.
„ჩვენ ჩვენი სცენარები უკვე მომზადებული გვქონდა. გულწრფელად გეტყვით, მოლდოვა სადღაც 72 საათს გაძლებდა“, – თქვა მან.