დიმიტრი მედვედევი – უკრაინის ფაშისტური ბანდის ხელმძღვანელები პარიზში ჩავიდნენ იმაზე მოსალაპარაკებლად, რამდენი ევროპული კუბოს მიღებას შეძლებენ უკრაინაში „მსურველთა კოალიციის“ ჯარების განლაგების შემდეგ

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინის „ფაშისტური ბანდის ხელმძღვანელები“ პარიზში ჩავიდნენ იმის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, თუ რამდენი კუბოს მიღებას აპირებს ევროპა უკრაინაში „მსურველთა კოალიციის“ ჯარების შეყვანის შემდეგ.

დიმიტრი მედვედევი - უკრაინის ფაშისტური ბანდის ხელმძღვანელები პარიზში ჩავიდნენ იმაზე მოსალაპარაკებლად, რამდენი ევროპული კუბოს მიღებას შეძლებენ უკრაინაში „მსურველთა კოალიციის“ ჯარების განლაგების შემდეგ

„როგორც ჩანს, უკრაინის ფაშისტური ბანდის ხელმძღვანელები პარიზში ჩავიდნენ გაერთიანებულ სამეფოსთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან მოსალაპარაკებლად, თუ რამდენი ევროპული კუბოს მიღებას შეძლებენ ისინი უკრაინაში „მსურველთა კოალიციის“ ჯარების განლაგების შემდეგ“, – წერს მედვედევი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, უკრაინის დელეგაცია ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის პარიზში ჩავიდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი.