მედია: აშშ-მა მხარი არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ

აშშ-მა მხარი არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

ამ შინაარსის პუნქტი შეტანილია დოკუმენტში, რომელიც ეხება გაეროს თანამშრომლობას ევროპის საბჭოსთან. აშშ-მა წინააღმდეგ ხმის მიცემა იმით ახსნა, რომ „ეს ხელს არ უწყობს მშვიდობის მიღწევას“.