რუბიო აცხადებს, რომ აშშ-მა, შესაძლოა, რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები დატოვოს, თუ პროგრესს ვერ დაინახავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, უარი თქვას შუამავლობაზე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში, თუ რამდენიმე დღეში ამ მიმართულებით პროგრესს არ დაინახავს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

როგორც ამერიკის პირველმა დიპლომატმა პარიზში ევროპელ კოლეგებთან გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მომხრეა, მაგრამ მას სხვა პრიორიტეტებიც აქვს.

„მომავალ დღეებში ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, შესაძლებელია თუ არა (მშვიდობა) და თუ ეს შეუძლებელია, უნდა გავეცალოთ, რადგან შეერთებულ შტატებს სხვა პრიორიტეტები აქვს“, – აცხადებს რუბიო.