რუსეთი მიესალმება აშშ-ისა და ირანის ძალისხმევას, მიაღწიონ შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე და მზად არის, ხელი შეუწყოს პროცესს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოლაპარაკებებში თეირანის ლეგიტიმური ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული.
ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მიესალმება ობიექტურ, ორმხრივად მისაღებ შეთანხმებებს, მათ შორის, იმ შეთანხმებებს, რომლებიც განიხილებოდა და განიხილება ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის შორის ხანგრძლივი და ინტენსიური საუბარი გაიმართა და რუსეთის პრეზიდენტი ძალიან კმაყოფილი დარჩა ამ საუბრით.