აღდგომის დღესასწაულისთვის მოქალაქეთა ნაწილი პასკებს სახლში ამზადებს, ნაწილი კი სუპერმარკეტებში შეძენას ამჯობინებს. წელს დახლებზე პასკა მოქალაქეებს გაძვირებული დახვდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს” რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ სოფო ქაშაკაშვილმა განუცხადა და აღნიშნა, რომ წელს ფასი 5-8%-ის ფარგლებშია გაზრდილი.
საინტერესოა, როგორია ფასები წელს სხვადასხვა ბრენდულ სუპერმარკეტსა და საკონდიტროში. ღირებულება წონის, შემადგენლობისა და ბრენდის მიხედვით განსხვავებულია, იწყება 10 ლარიდან და 299 ლარსაც კი აღწევს.
უფრო კონკრეტულად, კლასიკური ქიშმიშიანი 500 გრამიანი პასკის ფასი 7.95 ლარიდან იწყება. რაც შეეხება სხვადასხვა ბრენდის ძვირადღირებულ პასკებს, ფასი 80-ლარიდან 299 ლარის ფარგლებში მერყეობს.
ასე მაგალითად, Vogue-ის პანეტონეს 80 ლარად შეიძენთ, ასევე 80 ლარია Cipriani-ის პანეტონეს ღირებულებაც. Fiasconaro და D&G-ის კოლაბორაციით შექმნილი 1 კგ-იანი პანეტონე ციტრუსებით 179 ლარი ღირს, ამავე ბრენდის პასკის ფასი ნუშით და ფორთოხლით 169 ლარს უტოლდება.
გარდა ამისა, Dolce&Gabbana-სა და Fiasconaro-ს კოლაბორაციით შექმნილი კოლომბა სიცილიური შოკოლადის კრემით 249 ლარს შეადგენს.
ყველაზე ძვირადღირებული პასკა – არტიზანული პანეტონე – კი 299 ლარი ღირს. აღნიშნული ციტრუსიანი და ქიშმიშიანი პასკა შექმნილია ETROxAimo E Nadia კოლაბორაციის შედეგად.
წყარო: bpn,ge