ტრამპი აცხადებს, რომ აშშ მალე უარს იტყვის უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე, თუ არ იქნება პროგრესის მკაფიო ნიშნები

აშშ მზად არის უკრაინაში ომთან დაკავშირებით „სამშვიდობო ძალისხმევა“ შეწყვიტოს თუ მხარეები ყველაფერს „გაართულებენ“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დონალდ ტრამპი

 

აშშ-ს პრეზიდენტმა ნაწილობრივ გაიმეორა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თუ უახლოეს დღეებში მხარეები წინსვლას არ აჩვენებენ, აშშ „ძალიან სწრაფად“ იტყვის უარს მცდელობაზე, დაასრულოს ომი უკრაინაში.

ჟურნალისტებმა, ტრამპს კონკრეტულ ვადებზე ჰკითხეს, როდის იქნება აშშ მზად მიატოვოს „სამშვიდობო ძალისხმევა“, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „დღეების კონკრეტული რაოდენობა არაა, მაგრამ სწრაფად, ამის [სამშვიდობო შეთანხმების] მიღწევა გვინდა“.

„თუ რაიმე მიზეზით ორიდან რომელიმე მხარე ძალიან გაართულებს საქმეს, უბრალოდ ვიტყვით „სულელები ხართ, სულელები ხართ, საშინელი ხალხი ხართ“, მაგრამ, ვიმედოვნებ, ამის გაკეთება არ მოგვიწევს“, – აღნიშნა ტრამპმა.