თბილისსა და რეგიონებში ელექტრომომარაგება შეიზღუდა.
საქართველოს რეგიონებსა და თბილისში ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. ინფორმაციას მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. „თელმიკოს” და „ენერგო პრო ჯორჯიას” ცხელ ხაზზე ამ დროისთვის ზარი არ ირეკება.
არსებული ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება აჭარის, გურიის, სამეგრელოს, შიდა ქართლის, ასევე კახეთის რეგიონებს.
ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხებაა.
უფრო კონკრეტულად, ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს ვერ ემსახურება.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ელექტროენერგიის მოწოდების აღდგენისთანავე მეტრო გააგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში
„კავკასიონის ხაზის გათიშვის გამო, საქართველოს ნაწილს დენის მიწოდება შეუწყდა” – განუცხადეს bm.ge-ს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში.