უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება.
„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ: ნატო გამორიცხულია. ეს არ არის ახალი მოსაზრება. ჩვენ ამაზე 2008 წლიდან ვსაუბრობთ“, – განაცხადა კელოგმა.
კელოგმა გაიხსენა 17 წლის წინანდელი ამბავი, როდესაც ამერიკის მაშინდელმა ელჩმა რუსეთში, უილიამ ბერნსმა, მაშინდელ სახელმწიფო მდივან, კონდოლიზა რაისს უთხრა, რომ ეს მიზანი მიუღწეველია.
2022 წელს უკრაინამ ნატოში გაწევრიანების დაჩქარებული განაცხადი შეიტანა.
„დე ფაქტო ჩვენ უკვე გავიარეთ ჩვენი გზა ნატოსკენ. დე ფაქტო ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან თავსებადობა. ისინი რეალურია უკრაინისთვის – რეალურია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობების ყველა ასპექტში.
ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით ერთმანეთს და ჩვენს ვიცავთ ერთმანეთს. სწორედ ეს არის ჩრდილოატლანტიკური კავშირი.
დღეს უკრაინას დე ფაქტო შეაქვს განაცხადი, რომ ეს დე იურე აქციოს პროცედურით, რომელიც იქნება მთელი ჩვენი თანამეგობრობის დასაცავად ჩვენი მნიშვნელობის შესაბამისი. დაჩქარებული წესით. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს განმსაზღვრელ ნაბიჯს, ხელს ვაწერთ უკრაინის განაცხადს ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე“, – აცხადებდა მაშინ პრეზიდენტი ზელენსკი.