დრეზდენში ომის მოწინააღმდეგეებმა მსვლელობა გამართეს. მათ ხელისუფლებას მოუწოდეს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეწყვიტონ და კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარებას დაუჭირონ მხარი

დრეზდენში ომის მოწინააღმდეგეებმა მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეწყვიტონ და კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარებას დაუჭირონ მხარი.

გერმანიის მთავრობა რუსეთთან ომში უკრაინის აქტიური მხარდამჭერია. მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევისთვის „ტაურუსის” ტიპის რაკეტების გადაცემას აპირებს, რაზეც მოსკოვი მწვავედ რეაგირებს.