ვოლსკი: ვიღაცას სამხრეთ კავკასიაში მართვის ბერკეტები აინტერესებს და უნდა, რომ ეს ბერკეტები ჩააბაროს იმ ადამიანებს, რომლებიც მათ მარიონეტების სტატუსით მოემსახურებიან

ვიღაცას სამხრეთ კავკასიაში მართვის ბერკეტები აინტერესებს და უნდა, რომ ეს ბერკეტები ჩააბაროს იმ ადამიანებს, რომლებიც მათ მარიონეტების სტატუსით მოემსახურებიან, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ „დიფ სთეითის“ გამოწვევებზე საუბრისას.

გია ვოლსკი

მისი თქმით, სწორედ ეს არის საქართველოს ხელისუფლებაზე ასეთი შეტევის მიზეზი.

„რა შეიძლება იყოს მიზეზი საქართველოს ხელისუფლებაზე ასეთი შეტევისა, თუ არა გარკვეული პოლიტიკური ინტერესი, რომ ამიერკავკასიაში, სამხრეთ კავკასიაში მართვის ბერკეტები აინტერესებს ვიღაც სხვას და უნდა, რომ ეს ბერკეტები ჩააბაროს იმ ადამიანებს, რომლებიც მათ მარიონეტების სტატუსით მოემსახურებიან. ეს რეალობა დღეს ისევ არსებობს. კარგია, რომ ამ რეალობის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ილაშქრებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.