“მედია ანონიმურ წყაროდ უკმაყოფილო ყოფილ თანამშრომლებს იყენებს, რომლებიც ცდილობენ ადამიანების რეპუტაციის განადგურებას. ჩემთან ეს არ გამოვა” – პიტ ჰეგსეთი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა The New York Times-ის ინფორმაცია უარყო და მედია მწვავედ გააკრიტიკა. ამერიკული გამოცემა წერდა, რომ მან იემენში დაგეგმილი დარტყმების კონფიდენციალური ინფორმაცია აპლიკაცია Signal-ის მეორე ჩატშიც გააზიარა.

პიტ ჰეგსეთი

“მედია ანონიმურ წყაროდ უკმაყოფილო ყოფილ თანამშრომლებს იყენებს, რომლებიც ცდილობენ ადამიანების დაკნინებასა და მათი რეპუტაციის განადგურებას. ჩემთან ეს არ გამოვა – ცვლილებებს ვახორციელებ თავდაცვის დეპარტამენტში, პენტაგონს სამხედროების ხელში ვაბრუნებ და აქ ყოფილი თანამშრომლების ძველ ამბებთან დაკავშირებულ ანონიმურ ცილისწამებებს მნიშვნელობა არ აქვს. მე ძალიან ვამაყობ იმით, რასაც ვაკეთებ პრეზიდენტისთვის – მთელი ძალით ვიბრძვით,” – აცხადებს პიტ ჰეგსეთი.