თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განხორციელდება მიხეილ რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა.
უწყება კიდევ ერთხელ განმარტავს, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ტელეფონის ექსპერტიზასთან დაკავშირებით ჩატარებულ მოქმედებებს.
„არ მომხდარა ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის დათვალიერება და გამოთხოვა, ვინაიდან, აღნიშნული არ წარმოადგენს გამოძიების ინტერესის საგანს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მობილურის შემდგომი საექსპერტო კვლევის ჩატარების მიზნით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონის დალუქვა მოხდა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენის შემდგომ და მისი თანხმობით.
22 სექტემბერს მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა.
21 სექტემბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროკურატურამ მიხეილ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის გამოითხოვის მიზნით, მისი ტელეფონი დალუქა.
“იმედინიუსი”