ზელენსკის სურს, ვატიკანში დონალდ ტრამპს შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სურს, ვატიკანში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპთან შესაძლო შეხვედრის შესახებ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„დიახ, მსურს დონალდ ტრამპთან შეხვედრა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, შევხვდეთ პარტნიორებს შეერთებული შტატებიდან”, – განაცხადა ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით ვატიკანში ჩავა და პაპ ფრანცისკეს დაკრძალვას დაესწრება.

რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვა შაბათს, 26 აპრილს არის დაგეგმილი.