ჯეი დი ვენსი: აშშ მოლაპარაკებების პროცესიდან გავა, თუ რუსეთ-უკრაინისგან სამშვიდობო ინიციატივებზე დადებით პასუხს არ მიიღებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, შეერთებული შტატები გავა მოლაპარაკებების პროცესიდან, თუკი სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებით რუსეთ-უკრაინისგან დადებითი პასუხი არ იქნება. იუწყება Clash Report-ი.

ჯეი დი ვენსი

ვენსის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ რუსებსა და უკრაინელებს „სამართლიანი წინადადება“  წარუდგინა.

„ჩვენ უარს ვიტყვით შუამავლობაზე რუსეთსა და უკრაინას შორის, თუ არ მივიღებთ დადებით პასუხს. ჩვენ უკრაინელებსა და რუსეთს სამართლიანი წინადადება შევთავაზეთ“, – განაცხადა ვენსმა.

მანამდე კი, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები მზად არის რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში  ყირიმი აღიაროს, როგორც რუსეთის ნაწილი.