CNN: ტრამპი აღიარებს, რომ ჩინურ საქონელზე ტარიფების შემცირება მოუწევს

თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ ჩინურ საქონელზე ტარიფების შემცირება მოუწევს. ტრამპის განცხადებას CNN-ი ციტირებს.

აშშ-ის პრეზიდენტი

როგორც მედიასაშუალება წერს, ტრამპის კომენტარები მიანიშნებს იმაზე, რომ მან რიტორიკა შეარბილა.

„145% ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ასე არ დარჩება. ტარიფები საგრძნობლად შემცირდება“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

ინფორმაციისთვის, დონალდ ტრამპმა ჩინეთისთვის იმპორტის ტარიფები 145%-მდე გაზარდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების ამოქმედება 90 დღით შეაჩერა.