აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ეგონა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკება უფრო მარტივი იქნებოდა.
„ვფიქრობდი, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკება მარტივი იქნებოდა. ჯერ-ჯერობით ეს რთულია“, – თქვა ტრამპმა.
მან აგრეთვე დასძინა, რომ აშშ-მა რუსეთთან შეთანხმებას მიაღწია. „მგონია, რომ რუსეთი მზადაა, და ბევრი ამბობდა, რომ რუსეთი მზადაა ბოლომდე წავიდეს. ვფიქრობ, რომ ჩვენ რუსეთთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ახლა ჩვენ ზელენსკისთან უნდა შევთანხმდეთ“, – აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.
ტრამპმა აგრეთვე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და უკრაინა მალე შეთანხმებიან და ომს დაასრულებენ.