მთავრობამ რამდენიმე ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა

მთავრობამ რამდენიმე ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა. ირლანდიაში ელჩად სოფიო ქაცარავა დაინიშნა. რომელიც 2024 წლის ჩათვლით საქართველოს ელჩი იყო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.

პორტუგალიაში ელჩად დაინიშნა ლევან წურწუმია, ეთიოპიაში კი გია მაჭარაძე. მალაიზიაში საქართველოს ელჩი იქნება ირაკლი ასაშვილი. სლოვაკეთის რესპუბლიკაში კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კონსტანტინე ქვაჩაკიძე დაინიშნა.

ჯერჯერობით კვლავ ვაკანტურია აშშ-ში საქართველოს ელჩის კანდიდატურა.