ტრამპი უკრაინასთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაზე: იმედია, დაუყოვნებლივ მოაწერენ ხელს

თეთრი სახლის ლიდერი, დონალდ ტრამპი უკრაინისგან სასარგებლო წიაღისეულის გამოყენების შესახებ შეთანხმების დაუყოვნებლივ ხელმოწერას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.

დონალდ ტრამპი

ტრამპი იმედს იტოვებს, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას დაუყოვნებლივ მოეწერება ხელი.

„ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით უკრაინამ შეერთებულ შტატებთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების საბოლოო დოკუმენტებს ხელი ჯერ არ მოაწერა.

ეს, სულ მცირე, სამი კვირით დაგვიანებულია. იმედია, მას დაუყოვნებლივ მოაწერენ ხელს. რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს. წარმატება, როგორც ჩანს, წინ არის,“ – აცხადებს ტრამპი.