აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე, ხანმოკლე შეხვედრა გამართეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორივე ლიდერი იტალიის დედაქალაქში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდა.
ახლა ისინი წმინდა პეტრეს მოედანზე იმყოფებიან, სადაც პაპის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.