ნებისმიერი “ისტი”, აპრიორი, ობიექტური ვერ იქნება, ანუ რა დაგვიშავა ბატონმა ბიძინამ- კონსტანტინე ჩიკვილაძე

 

საქართველოს მოქალაქეებს მივმართავ! მხოლოდ შავ და თეთრს ნუ ხედავთ და ნურავის აკერპებთ. ვერ ხვდებით, რომ კერპების დრო გავიდა დიდი ხანია. ვინც არ უნდა იყოს იგი, კერპი და გაკერპება არის დამღუპველი. ჩვენ ყველანი ვართ პირველ რიგში ადამიანები, ხოლო ადამიანებს შეცდომები მოსდით, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ, ამიტომ ყველა “ისტი” თუ “რასტი”…))), ვინც არ უნდა იყოს იგი: “ზვიადისტი”, “მიშისტი”, “ბიძინისტი” …. მეც რომ ვიყო, ჩემთვის მიუღებელია, ის  უკვე აპრიორი ობიექტური ადამიანი ვერ არის და არ არის. ამ ჯერზე, ბიძინა ივანიშვილს და ვახასიათებ და “ბიძინისტების” რისხვას ველოდები….)))

ზოგი მეკითხება ხოლმე, ცუდი რა გააკეთა ბიძინამ და მის გვერდში რატომ არ ვარ?

ჩემი პასუხი ასეთია:

1.კოჰაბიტაცია დამნაშავე ნაც-რეჟიმთან.

2. დამნაშავეების, ‘ნაცმოს”, მთავარ ოპოზიციურ ძალად წარმოჩენა და დღემდე მათი ხელისუგლზე მოყვანა.

3. რუსეთთან  შეპირებული ურთიერთობების დალაგება, პირველი დღიდანვე ფარსად იქცა და არაფერი გაკეთებულა.

4. რიგით მოქალაქეების მდგომარეობა იოტისოდენად არ გაუმჯობებსებულა

5. ნატო და ევროკავშირი, ისევე როგორც ნაცების დროს, რჩება საქართველოსთვის მთავარ ორიენტირებად, რაც თავის მოტყუებაა, დიდი აფიორა და ქვეყნის დასამარებას ნიშნავს.

6. უცხოეთის (დასავლეთის) აგენტურამ: ასოებმა, ტვ-მედიამ თუ პოლიტიკას მიტმასნულმა სხვა არსებებმა წალეკა ქვეყანა! საპირისპირო აზრი, “არალიბერასტული” ყოვლად მიუღებლად და ქვეყნისთვის მავნედ არის ოფიციალურად გამოცხადებული, არა და ყველაფერი პირიქითაა…

7,8,9…..რომელი ერთი გითხრათ კიდევ?!

ანუ რეალურად, ბიძინა ივანიშვილს, თითქმის არც ერთი თავისი წინასაარჩევნო შეპირება არ შეუსრულებია.

კარგი რა გააკეთა? ბიზნესი გაათავისუფლა უმძიმესი პრესიდან და მოქალაქეებს უკანალიდან ცოცხი ამოუღო, რისთვისაც მას ვემადლიერები და არ ვუკარგავ!

თუმცა ერთსაც გეტყვით. პირადად მე,  ქოცმა რომ ნაცი შეცვალა არაფერში შემხებია, ანუ ნაცებს, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უკანალში ცოცხი არ გაურჭვიათ და ბიზნესი არ წაურთმევიათ. ეს უბრალოდ ინფორმაციის სახით მოგაწოდეთ! ამის მიუხედავად, ნაცების მოსვლის პირველივე დღიდანვე მე აქტიურად ვებრძოდი დამნაშავე რეჟიმს, რადგანაც სხვისი ჭირი, ჩემთვის, ღობეს ჩხირი არასდროს ყოფილა და საქართველოს და ქართველების ბედი ყოველთვის მადარდებდა და მადარდებს, უსამართლობა კი- კომუნისტების დროს იყო, ზვიადის დროს იყო, ედიკას დროს, მიშას თუ გრიშას დროს იქნება- ჩემთვის უსამართლობა-უსამართლობაა! ამას სწორედ იმით ვაღწევ, რომ არავისტი ვიყავი, ვარ და ვიქნები მუდამ და ჩემი აზრი ამიტომ ბევრად მეტად ობიექტურია ვიდრე სუბიექტური!

პატივისცემით,

  კონსტანტინე ჩიკვილაძე