შეერთებული შტატები არ დაეთანხმა რუსეთის მოთხოვნას უკრაინული სამხედროების გაყვანის შესახებ მათ მიერ კონტროლირებადი დონბასის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიებიდან. ამის შესახებ The New York Times-ს ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა.
კერძოდ, მოლაპარაკებების ერთ-ერთმა მონაწილემ ანონიმურობის პირობით ამ მოთხოვნას „დაუსაბუთებელი და შეუსრულებელი“ უწოდა. მისი თქმით, აშშ კრემლის ასეთ მოთხოვნას „მხარს არ დაუჭერს“.
კერძო საუბრებში ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა უკრაინის ხელისუფლება დაარწმუნეს, რომ ისინი ტერიტორიული გაცვლის მიღწევას აპირებენ, თუმცა ამ საკითხზე კრემლის თანხმობის გარანტიას ვერ იძლევიან.
17 აპრილს პარიზში გაიმართა მოლაპარაკებები შეერთებული შტატების, ევროპისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმების თაობაზე, რომელიც ომის დასრულების საშუალებას იძლევა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, სხვა საკითხებთან ერთად, ამერიკელების გეგმა შემდეგ პუნქტებს მოიცავს:
📌 აშშ დე იურე აღიარებს რუსეთის კონტროლს ყირიმზე;
📌 აშშ დე ფაქტო აღიარებს რუსეთის კონტროლს ლუგანსკის ოლქზე;
📌 აშშ დე ფაქტო აღიარებს რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ხერსონის ოლქების ნაწილებს;
📌 უკრაინა ხარკოვის ოლქში ტერიტორიებს დაიბრუნებს.