ირანის პორტში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

ირანის პორტში, ბანდარ-აბასში, მასიური აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.

აფეთქება ირანის პორტში

მედიის ცნობით, დაშავებულია 1 200-ზე მეტი ადამიანი.

სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მეხანძრეები ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ. ამ დროისთვის, ხანძრის 90% ლიკვიდირებულია.

აფეთქების შედეგად, ახლომდებარე შენობების ფანჯრები ჩაიმსხვრა და დაზიანდა სახურავები, განადგურებულია ავტომობილები. რეგიონში დაიხურა სასწავლო დაწესებულებები და ოფისები.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.