მამა-შვილს ცეცხლი გაუხსნეს, შვილი ადგილზე დაიღუპა – ამ დილით შუა ქალაქში სისხლიანი ანგარიშსწორება მოხდა (ფოტოები)

გორში ორ ადამიანს ესროლეს. შემთხვევა წმინდაწყლის უბანში მოხდა – ინფორმაციას ადგილობრივი მედია “ქართლის ამბები” ავრცელებს.

როგორც გამოცემას ადგილზე უთხრეს, რამდენიმე გასროლის შედეგად დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი. მეორე კი წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცეცხლი მამა-შვილს გაუხსნეს, რის შედეგადაც შვილი ადგილზე დაიღუპა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სროლა მაღაზიაში შელაპარაკებას მოჰყვა.