მოსკოვიდან აფხაზეთში პირველი ავიარეისი შესრულდა

რუსეთმა აფხაზეთთან რეგულარული ავიამიმოსვლა განაახლა. შესაბამისად, 1-ელ მაისს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან მოსკოვი-სოხუმის პირველი ავიარეისი შესრულდა.

პირველი რეისი ვნუკოვოდან სოხუმში

რუსული მედიის ინფორმაციით, ვნუკოვოს აეროპორტის განრიგის მიხედვით, მოსკოვიდან სოხუმის მიმართულებით თვითმფრინავი მოსკოვის დროით 14:47 საათზე გაფრინდა.

რეისს 50-ადგილიანი თვითმფრინავი Bombardier CRJ-200 შეასრულა.

როგორც „ტასი“ წერს, ბორტზე 49 მგზავრი იმყოფებოდა.

„მოსკოვიდან სოხუმამდე პირდაპირი რეისით მგზავრობის დრო დაახლოებით 3 საათი და 50 წუთია,“ – წერს რუსული მედია.

შეგახსენებთ, სოხუმის აეროპორტი 1993 წლის შემდეგ დახურული იყო. 

2023 წლის ზაფხულში რუსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ სოხუმის აეროპორტის აღდგენის შეთანხმებას მიაღწიეს.