ვიქტორ ორბანი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ზიანს მიაყენებს უნგრეთის ეკონომიკას

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ზიანს მიაყენებს უნგრეთის ეკონომიკას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ადგილობრივ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.

ვიქტორ ორბანი

პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება განხორციელდება, ეს არ იქნება სასარგებლო უნგრეთისთვის, რადგან ის საფრთხეს უქმნის უნგრეთის ეკონომიკას.

ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთმა ომის გამო 3 წლის განმავლობაში რამდენიმე მილიარდი ევრო დაკარგა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინაში გაგზავნილი ფული ევროპულ ეკონომიკაში რომ დარჩენილიყო, ასეთი ეკონომიკური პრობლემები ქვეყანას არ ექნებოდა.

„თუმცა, ევროპელ ლიდერებს კვლავ ომი სურთ და განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას ამერიკული ხელმძღვანელობის ნების წინააღმდეგაც კი. ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინისა და უკრაინის სამხედრო ძალების დაფინანსება და მხარდაჭერა შეერთებული შტატების გარეშე“, – განაცხადა ორბანმა.