ლავროვისთვის მთავარი სიტყვის თავისუფლებაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს არ უჭერს პარლამენტის ინიციატივას, აკრძალულ იქნას რუსეთის ტერიტორიაზე დასავლეთის პროპაგანდისტული მასმედიის საქმიანობა.

ასე, სახელმწიფო სათათბირომ სექტემბრის თვეში საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, რომ შეამოწმოს გერმანული “Deutsche Welle”-ს საქმიანობა. რუსი დეპუტატების აზრით, გერმანული სააგენტო მოსკოვში ხალხს მოუწოდებდა, მონაწილეობა მიეღოთ საპროტესტო აქციებში.