ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას თანამდებობის დატოვება სურს და იმედი გამოთქვა, რომ მის ამ სურვილს რუსეთის ხელისუფლება დააკმაყოფილებს.
ჟურნალისტებმა კადიროვს გავრცელებული ჭორების შესახებ ჰკითხეს, თითქოს ის გადადგომას აპირებს.
„მეც მსმენია ამ ჭორების შესახებ. სხვადასხვა რაღაცებს წერენ. მე, პირიქით, ვთხოვ, რომ დაკავებული თანამდებობიდან გამათავისუფლონ. შემცვლელს ექნება საკუთარი ინიციატივები, ხედვები. იმედი მაქვს, რომ ჩემს თხოვნას მხარს დაუჭერენ“, – თქვა კადიროვმა.
კადიროვი ჩეჩნეთს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს.