„ისთ ფოინთის“ წარმომადგენელი – ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა – ჩვენს უსაფრთხოების სამსახურს ინტენსიური კომუნიკაცია აქვს შესაბამის ორგანოებთან

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, სადაც აფეთქებების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებდნენ, დიდი სავაჭრო ცენტრები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

„ისთ ფოინთის“ წარმომადგენელი - ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა - ჩვენს უსაფრთხოების სამსახურს ინტენსიური კომუნიკაცია აქვს შესაბამის ორგანოებთან

როგორც „ბიზნესპრესნიუსს” სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინში” განუცხადეს, შენობიდან ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა.

„ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა, თუმცა ჩვენი უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ შესაბამის ორგანოებთან და ცდილობენ, ყველაფერი მაქსიმალურად მოკლე დროში გაირკვეს.

მათი საქმიანობის სპეციფიკაზე და მიმდინარე სამუშაოების დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ჯერჯერობით ევაკუაციის საჭიროება არ არის“, – განაცხადა „ისთ ფოინთის“ წარმომადგენელმა.